Aa Aa
7 მაისი 2021  |  16:33

მოჭიდავეების ბოლო შანსი - 2 ოლიმპიური ლიცენზიის მოლოდინში

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზენ, საქართელოს სახელით კი დარჩენილი 2 ლიცენზიის მოპოვებას დათო ჩხარტიშვილი და ბაკურ გოგოლი შეცდებიან.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩხარტიშვილი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კანადელი ადამ ტაკაჰაში მაქფადენი იქნება. 

77 კილოში კი გოგოლი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და ჩეხ ოლდრიჩ ვარგას დაუპირისპირდება.

ტურნირის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)

 

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში