2 მედლის შანსი - მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

2 მედლის შანსი - მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ყაზანში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდა, ხოლო ონისე სანებლიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში მაისურაძე იაპონელ სანშირო მურაოსთან დაამარცხდა და მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ აქსელ კლეჟეს შეხვდება.

ნახევარფინალამდე მაისურაძემ კამერუნელ აბდერაჰმანე დიაოს,ევროპის ჩემპიონ შვედ მარკუს ნიამანს,გერმანელ ტიმ შმიდტსა და ებრაელ ლი კოჩმანს აჯობა. 

100 კილოგრამის ნახევარფინალში კი სანებლიძე ნედერლანდელ სიმეონ კატარინასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთის ბრძოლაში რუს ნიაზ ბილალოვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე სანებლიძემ კუვეიტელი აბდულაჰ ტალები, უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვი და სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა.

დღესვე ყაზანურ ტატამზე იმედა გოგოლაძემ და საბა ინანეიშვილმა იასპარეზეს , მაგრამ სამწუხაროდ ძიუდოისტები პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები