ნაცუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ნაცუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის მეტოქე ცნობილია

ნაცუ ბაშო იწყება - ზაფხულის ტურნირი, წლის რიგით მესამე სუპერტურნირი სუმოში, რომელსაც ტრადიციისამებრ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლე 9 მაისიდან უმასპინძლებს.

შეჯიბრება მაყურებლის გარეშე აიღებს სტარტს. გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ-პანდემიის გამო ტოკიოსა და იაპონიის კიდევ სამ პრეფექტურაში 11 მაისამდე საგანგებო ვითარების რეჟიმი მოქმედებს, ტურნირის პირველი სამი დღე უმაყურებლოდ ჩაივლის. მე-4 დღიდან კი, ბოლო ტურნირებზე დამკვიდრებული ტრადიციის მსგავსად, 50%-მდე შეივსება დარბაზი და ყოველდღიურად 5000 მაყურებელს შეეძლება ცოცხლად მიადევნოს თვალი ნაცუ ბაშოს ორთაბრძოლებს. 

ქართველი ფალავანი ლევან გორგაძე, რომელმაც წინა ბაშოზე დაფიქისრებული მაკეკოშის მიუხედავად უცვლელად შეინარჩუნა ადგილი ბანძუკეში და ისევ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა, ნაცუ ბაშოს მონღოლ მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოსთან დაპირსპირებით გახსნის. საგულისხმოა, რომ წინა ბაშოს შონიჩიზეც იჩინოჯოსთან მოუწია ბრძოლა ტოჩინოშინს და მაშინაც იგივე პოზიციებზე იმყოფებოდა ბანძუკეში ორივე მათგანი. საერთო ჯამში ლევანი და მონღოლი გოლიათი 25-ჯერ შეხვედრიან აქამდე ერთმანეთს, საიდანაც 17 დუელი ჩვენებურს აქვს მოგებული და მხოლოდ 8 წაგებული.

რაც შეეხება ლევანის მეორე მეტოქეს, იაპონელი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც ქართველი ფალავანი აქამდე არასდროს შეხვედრია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები