Aa Aa
6 მაისი 2021  |  21:56

ინდიანას გადაწყვეტილება - ბითაძეს ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა. 21 წლის ცენტრს 20 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გამთენიისას, „საკრამენტო კინგსთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გოგას დაბრუნებას უსიამოვნო ინციდენტი ახლდა თან. მესამე მეოთხედში „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის, ნეით ბიორკგრენის ასისტენტი გრეგ ფოსტერი ბითაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და „პეისერსის“ კალათბურთელებს ფოსტერი რომ არ შეეკავებინათ, არავინ იცის რა მოხდებოდა.

დღესვე ცნობილი გახდა რა სანქცია დაეკისრათ ინციდენტში მონაწილეებს. ბითაძეს კლუბმა ფულადი ჯარიმა გამოუწერა, ხოლო ფოსტერი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს ინფორმაცია „ინდიანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

რა მოხდა გოგას და ფოსტერს შორის?

IndyStar-ის ჟურნალისტმა, ჯეი მაიკლმა მატჩის შემდეგ, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი დაასახელა. ერთ-ერთ მომენტში ბითაძემ მო ჰარკლესს სამწამიანში თავისუფლად შესვლისა და ჩატენვის საშუალება მისცა, რის გამოც სათადარიგოთა სკამიდან გააკრიტიკეს. მომდევნო შეტევაში ქართველმა 3-ქულიანი ჩააგდო და საკუთარ ნახევარზე დაბრუნებისას ფოსტერს უხეშად უთხრა, დამჯდარიყო (Sit the f**k down), რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში