ოპერაცია, რომელიც ყველაფერს დაასრულებს - ანსუ ფატი პორტუგალიაში გაემგზავრა
Aa
Aa

ოპერაცია, რომელიც ყველაფერს დაასრულებს - ანსუ ფატი პორტუგალიაში გაემგზავრა

2020 წლის ნოემბერში "ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი "ბეტისის" წინააღმდეგ დაშავდა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამის გამო მან მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა.

თავდაპირველი ინფორმაციით ფატი მინდორს მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ მას განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დაჭირდა, რის გამოც დღემდე ლაზარეთში იმყოფება.

დაახლოებით 2 თვის წინ,  ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ახალგაზრდა შემტევს მესამე ოპერაციაც დასჭირდებოდა, თუმცა ეს საკითხი ოფიციალურად გადაწყვეტილი არ იყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბარსას ამომავალი ვარსკვლავი მამასთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა და ოპერაციას სწორედ იქ გაიკეთებს.

COPE-ს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო ამბობს, რომ ეს ოპერაცია ფატის პრობლემებს მთლიანად მოაგვარებს და მეტი ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ იქნება.

ანსუმანე „ბარსელონაში“

ტრავმის მიღებამდე ანსუმანე "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და რონალდ კუმანი მას სრულ ნდობას უცხადებდა. ცნობისთვის, ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ტრავმის გამო კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი მან 2019 წლიდან დღემდე კატალონიური გრანდის ფორმა 43-ჯერ მოირგო და 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები