მეორე მედალი ყაზანიდან - ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მეორე მედალი ყაზანიდან - ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზანში მიმიდინარე გრან სლემზე ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ბელარუს ვაძიმ შოკას დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში იპონით დაამარცხა. 

ტატალაშვილმა ყაზანში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. გრან სლემის ნახევარფინალში ნუგზარმა რუს  აიუბ ხაზალიევთან წააგო.

ნახევარფინალამდე კი მან ფილიპენელ კეისეი ნაკანოს,აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსა და რუმინელ ალექსანდრ რაიკუს აჯობა. 

დღესვე ამავე წონაში ლუკა კაპანაძემ მარკ ჰრისტოვთან წააგო,ხოლო 81 კილოში ვლადიმერ ახალკაცმა ბელგიელ სამი ჩუჩისთან. 

ჩატარებული ორი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 (ოქრო და ბრინჯაო) მედალია.

გრან სლემის გამარჯვებული 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები