პირველად ისტორიაში - ქართველი მოტომრბოლელი მონაწილეობას Extreme XL Lagares-ში მიიღებს
Aa
Aa

პირველად ისტორიაში - ქართველი მოტომრბოლელი მონაწილეობას Extreme XL Lagares-ში მიიღებს

გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ჰარდ ენდურო მოტომრბოლელია, რომელიც მონაწილეობას Extreme XL Lagares-ში მიიღებს.

Extreme XL Lagares 8-9 მაისი პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში გაიმართება. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს განსხვავებული დაბრკოლებების გადალახვა და საკუთარი ძალების გამოცდა მოუწევთ. 8 მაისს მონაწილეები პირველად, მაგრამ ნაწილობრივ გაეცნობიან ტრასის სირთულეებს. შეჯიბრების მთავარ დღეს კი ისინი მდინარე ლაგარეს კალაპოტებში 40 კმ-ს გავლას შეეცდებიან.

შეჯიბრება FIM Hard Enduro World Championship-ის ერთ-ერთი ეტაპია. Extreme XL Lagares-ზე დაგროვილი ქულები სპორტსმენის რეიტინგს განსაზღვრავს.20 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი მონაწილეა, რომელიც ამ შეჯიბრებაში პროფესიონალთა კლასში იასპარესებს და ასევე, პირველი ქართველია, ვისაც FIM (Fédération Internationale de Motocyclisme)-ის ლიცენზია მიენიჭა. შეჯიბრებაში 440-მდე რაიდერი მონაწილეობს.

გიორგი გახელაძეს ასპარეზობა : 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები