მოჭიდავეების კრახი სოფიაში - ოლიმპიადაზე მხოლოდ სამი ფალავნით
Aa
Aa

მოჭიდავეების კრახი სოფიაში - ოლიმპიადაზე მხოლოდ სამი ფალავნით

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა კრახი სოფიაში. ქართველმა ფალავნებმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ვერ მოიპოვეს.

ლიცენზიასთან ყველაზე ახლოს ბექა ლომთაძე იყო ,რომელიც მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ლადო ხინჩეგაშვილი კორონავირუსის გამო ლომთაძემ აღნიშნულ წონაში პირველად იასპარეზა და სოფიას ხალიჩაზე ორი გამარჯვებაც იზეიმა.

პირველ წრეში ქართველმა ფალავანმა კანადელ დილონ ემანუელ ვიალიამსს მოუგო,ხოლო შემდეგ რუმინელ ნიკოლაი ოხლოპკოვს აჯობა. 

სამწუხაროდ დღესვე თავიანთი შეხვედრები ოთარ გოგავამ და სანდრო ამინაშვილმა დათმეს.

ასე და ამგვარად ტოკიოში გასამართი ოლიმპიურ თამაშებზე 57, 65 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს მოჭიდავეები არ ეყოლება. 

ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები