Sky Sports: ბარსელონამ აგუეროსთან მოლაპარაკება დაიწყო!
Aa
Aa

Sky Sports: ბარსელონამ აგუეროსთან მოლაპარაკება დაიწყო!

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, სერხიო აგუერო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ეტიჰად სთედიუმს“ დატოვებს და მისი გადაბირება რამდენიმე გრანდს სურს. ყველაზე აქტუალური „ბარსელონას“ ვარიანტია და უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს.

დღეს კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ კატალონიელებმა არგენტინელ თავდამსხმელს „ბარსელონაში“ თამაში შესთავაზეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერი ახლა თავად ფეხბურთელზეა.

ცნობილია, რომ კუნის ხეილვა ბარსაში ლეო მესის ძალიან უნდა. არგენტინელ ფეხბურთელებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ამასთან დაკავშირებით კი ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცახადა, რომ თუ აგუერო „ბლაუგრანაშ“ გადავა, იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ახლა აქვს. რომანომ ისიც თქვა, რომ კატალონიელები ნებისმიერ ტრანსფერს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავენ.

ვინ ინტერესდება აგუეროთი? 

„ბარსელონას“ გარდა არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ აგუეროს გარშემო განვითარებული მოვლენებს აკვირდებიან და შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირება სცადონ.

კუმანი სერხიოს წინააღმდეგია 

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელთა თავკაცი რონალდ კუმანი აგუეროს ტრანსფერის წინააღმდეგია. ნიდერლანდელს პოზიცია არ შეუცვლია და უპირატესობას კვლავინდებურად მემფის დეპაის ანიჭებს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. კუმანი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე „ბარსელონას“ სისტემასთან უკეთ ადაპტირდება და ამასთან, 25 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ძალიან მოსწონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები