სამწუხარო მარცხი - ტატალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
Aa
Aa

სამწუხარო მარცხი - ტატალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს

ყაზანში მიმიდინარე ძიუდოს გრან სლემზე ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს აიუბ ხაზალიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ვაძიმ შოკას დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე ტატალაშვილმა ფილიპენელ კეისეი ნაკანოს,აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსა და რუმინელ ალექსანდრ რაიკუს აჯობა. 

შეგახსენებთ,რომ დღესვე ამავე წონაში ლუკა კაპანაძემ მარკ ჰრისტოვთან წააგო,ხოლო 81 კილოში ვლადიმერ ახალკაცმა ბელგიელ სამი ჩუჩისთან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები