ვოლოსი ნინუას უმიზნებს - ეს ქართველის გეგმებში არ შედის
Aa
Aa

ვოლოსი ნინუას უმიზნებს - ეს ქართველის გეგმებში არ შედის

ქალაქ ვოლოსის მერსა და ამავდრიულად საფეხბურთო კლუბ ''ვოლოსის'' პრეზიდენტს, ახილეას ბეოსს პაოკ-ის ქართველი ნახევარმცველის, ნიკა ნინუას დამატება იჯარის წესით სურს.

ბერძნული გამოცემის, Filathlos-ის ცნობით ბეოსი 21 წლის ქართველის თაობაზე სალონიკურ კლუბთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, თუმცა CrystalSport-ის ცნობით ახალგაზრდა მოთამაშე აღნიშნულ კლუბში გადასვლას არ აპირებს, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია ნინუას შემდეგ სეზონში რომელ კლუბში ვიხილავთ, თუმცა კარიერის ''ვოლოსში'' გაგრძელება გამორიცხულია.

საბერძნეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში ''ვოლოსი'' მე-7 პოზიციაზეა, თუმცა ბეოსი გუნდის გაძლიერებას და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გეგმავს.

გასულ ზამთარში ჩაშლილი გარიგება

გასულ ზამთარში ნინუას დამატებით ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია დაინტერესდა, კვიპროსული კლუბი პაოკ-თან ნახევარწლიანი იჯარის გაფორმების სანაცვლოდ 100 000 ევროს გადახდისთვის მზად იყო, თუმცა პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ქართველის გაშვებაზე უარი თქვა. მწვრთნელის პოზიციის მიუხედავად ნინუას სათამაშო დრო არ გაზრდილა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის მეორე ნახევარში ნინუას ტრავმის გამო ერთ თვეზე მეტი დრო გაუცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

უცვლელი პრობლემა: მცირე სათამაშო დრო

ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი საბერძნეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში თბილისის ''დინამოდან'' შეუერთდა. მან საბერძნეთის ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით პაოკ-ის რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

ნიკა ნინუას პაოკ-თან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები