ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე - გოგავა პირველ წრეში დამარცხდა
Aa
Aa

ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე - გოგავა პირველ წრეში დამარცხდა

სოფიაში ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირმა სტარტი აიღო.

თავისუფალ სტილით კატეგორიაში საქართველოს სახელით ოთარ გოგავა (57 კგ.) , ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ასპარეზობენ.

სამწუხაროდ გოგაცა ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ფალავანი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან ანგარიშით 4:0 დამარცხდა.

ასე და ამგვარადა ტოკიოში გასამართი ოლიმპიურ თამაშებზე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს მოჭიდავე არ ეყოლება. 

ბექა ლომთაძე და სანდრო ამინაშვილი ხალიჩაზე მოგვიანებით გამოვლენ.

ლომთაძეს მეტოქე კანადელი დილონ ემანუელ ვილიამსი იქნება,ხოლო სანდროსი ბულგარელი ახმედ ადამოვიჩ მაგამაევი.

შეგახსენებთ,რომ ასევე ლიცენზიისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც გამოვლენ.

საქართველოს სახელით კი  დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) და ბაკური გოგოლი (77) იასპარეზებენ.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები