Aa
Aa

"ჩვენი ყველა შეტევა სახიფათო იყო" - ტუხელი რეალთან მატჩის შემეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი 3:1. „არისტოკრატები“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში არიან. მატჩის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტუხელმა?

„გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი შედარებით რთული იყო, რადგან „რეალი“ ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა. ამან კი საქმე გაგვირთულა. ჩვენი ყველა შეტევა სახიფათო იყო. მეორე ტაიმში საოცრად დავიცავით თავი და ეს შესანიშნავი იყო.

შეგვეძლო გაცილებით მალე გაგვეტანა და თავი მშვიდად გვეგრძნო, მაგრამ ახლა კრიტიკის დრო არ არის. დიდებული მიღწევაა, გუნდს ვულოცავ!

თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „რეალია“, ყოველთვის სახიფათოა. მათ არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლიათ. ასეთი გუნდთან არასდროს არ უნდა მოდუნდე, არ დაკარგო კონცენტრაცია და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენო. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

მენდის ძლიერი ხელები და ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ძალიან კარგი ბიჭია. მოხარული ვარ, რომ გოლი კიდევ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა. ცხოვრების მადლიერი ვარ, რადგან ფეხბურთმა უამრავი რამ მაჩუქა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ზედიზედ მეორედ ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს საოცარია.“

28-ე წუთზე ანგარიში ტიმო ვერნერმა გახსნა. მეისონ მაუნთმა 85-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი დასვა და კლუბი ნანატრ ფინალში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ წელს ინგლისური ფინალი შედგა. ლონდონელები 29 მაისს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები