ტუხელის საოცარი მიღწევა, რეალის ანტირეკორდი... - საინტერესო ფაქტები ნახევარფინალიდან
Aa
Aa

ტუხელის საოცარი მიღწევა, რეალის ანტირეკორდი... - საინტერესო ფაქტები ნახევარფინალიდან

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. ზიდანის გუნდს "ჩელსიმ" ბევრად აჯობა და 2:0 დაამარცხა. ლონდონელები 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში გავიდნენ, სადაც "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ყველა საინტერესო დეტალს, რომელიც "ჩელსისა" და "რეალის" მატჩში დაფიქსირდა.

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრიტანეთში უკანასკნელად 2014 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. „ბლანკოსმა“ იმ სეზონში „ლივერპული“ დაამარცხა.

ტიმო ვერნერს კი ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ასეთი შედეგი „ჩელსის“ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

"ჩელსი" არის პირველი გუნდი, რომლის ქალთა და მამაკაცთა გუნდები ერთდროულად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

გერმანელი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც 1 კონკრეტულ სეზონში გუნდიდან გაათავისუფლეს და სხვა გუნდის თავკაცის რანგში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ტომას ტუხელი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ ორჯერ, სხვადასხვა გუნდით გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ჩელსი" არის ერთადერთი ევროპული გრანდი, რომელთანაც მადრიდის "რეალს" მოგება არ აქვს. 2 ფრე 3 წაგება - ასეთია "ბლანკოსის" შედეგი "არისტოკრატებთან."

მეისონ მაუნთი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევი 22 წლის და 15 დღის არის. რეკორდი კი უეინ რუნის ეკუთვნის, რომელიც 21 წლის და 182 დღის იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები