არტეტა:
Aa
Aa

არტეტა: "ვნახოთ როგორი მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის ევროპის ლიგა"

 ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მეორე დაპირისპირებაში ლონდონის „არსენალი“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „მეთოფეთა“ თავკაცმა მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა არტეტამ?

„სიმართლეა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ვნახოთ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ევროპის ლიგა და რამდენად უნდათ ტიტულის მოგება.

ობამეიანგმა „ნიუკასლთან“ კარგად ითამაშა. თავს ბევრად კარგად გრძნობს, ვიდრე გასულ კვირას. გოლების გატანა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ის ახლა კარგ სიტუაციაშია.

„არსენალი“ ევრო ტურნირებზე მეათედ თამაშობს ნახევარფინალს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია.

სტუმრად გატანილი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. პირველ შეხვედრაში გავიტანეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. 40 წუთი 10 კაცით მოგვიწია თამაში. ვფიქრობ, გაცილებით უარესი შედეგი ავიცილეთ.“

პირველი მატჩი

„წყალქვეშა ნავმა“ „მეთოფეები“ 2:1 დაამარცხა. ემერის გუნდის მხრიდან გოლები ტრიგეროშმა და ალბიოლმა გაიტანეს. 57-ე წუთზე „არსენალს“ სებალიოსი გაუძევეს, მაგრამ 73-ე წუთზე ნიკოლას პეპემ სხვაობა მინიმუმამდე მაინც დაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები