მოურინიო: ლამპარდის წასვლით „ჩელსიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგა
Aa
Aa

მოურინიო: ლამპარდის წასვლით „ჩელსიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლამპარდის წასვლით მის გუნდს ძალიან ბევრი რამ დააკლდა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, კლუბმა ახალი ჩემპიონთა თაობა უნდა გაზარდოს.

„გასულ წელს „ჩელსი“, კლუბის ისტორიაში 5 საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა დატოვა. ლამპარდი გუნდში უდიდეს როლს თამაშობდა და მისი სახით „ჩელსიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგა. ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ისეთივე დიდი ჩემპიონები გახდებიან როგორიც ფრენკი იყო“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები