რაშფორდი-მბაპე - ფეხბურთის აწმყო და მომავალი | მესი, თუ რონალდუ?
Aa
Aa

რაშფორდი-მბაპე - ფეხბურთის აწმყო და მომავალი | მესი, თუ რონალდუ?

პოლ პოგბა თვლის, რომ მარკუს რაშფორდი და კილიან მბაპე თანამედროვე ფეხბურთის აწმყო და მომვალი არიან.

„ორივენი ძალიან დიდები და ნიჭიერები არიან. ძალიან ახალგაზრდები და ძალიან ნიჭირები. თავიანთ ასაკთან შედარებით მათ ბევრს მიაღწიეს და ვთვლი, რომ ისინი ფეხბურთის აწმყო და მომავალი არიან“.

მესი, თუ რონალდუ?

„ეს ლამაზი, მაგრამ ეშმაკური კითხვაა. ჩემთვის საუკეთესო არავინ არის. ორი განსხვავებული ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურებით სიამოვნებას იღებ.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ მათზე საკუთარი აზრი ჰქონდეს. მე ვიტყვი, რომ ორივე ლეგენდაა და აქ არავინ არის მეორეზე უკეთესი. უბრალოდ ორი ადამიანი, რომლებიც ფეხბურთის ქომაგებს, თუ ფეხბურთელებს მათი ცქერით სიამოვნებას გვანიჭებენ“.

მესისა და რონალდუს არც ისე კარგი დრო უდგათ

მესის „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა ლეოს ამბიციის, ახალი პროექტის და ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის დანახვა სურს. საამისოდ კი „ლა პულგა“ მზად არის თავისი ხელფასის შემცირებით კლუბს ფინანსურად დაეხმაროს.

Eurosport-ის ინფორმაციით, მესი მზად არის ხელფასი დაიკლოს, რათა კლუბმა ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეძლოს.

არგენტინელი ლაპორტას ახალ გეგმას მხარს უჭერს და მის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. ლეო ანაზღაურებას შეიმცირებს და გუნდშიც დარჩება, თუმცა „ბლაუგრანამ“ შემადგენლობა უნდა გააძლიეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „კამპ ნოუს“ დატოვებს.

რაც შეეხება რონალდუს, შესაძლოა კლუბისა და მისი გზები გაიყოს და პორტუგალიელმა ახალი ნავთსაყუდელი მოძებნოს.

მიუხედავად წასვლის სურვილისა, რონალდუს „რეალის“ ვარიანტი ხელიდან გამოეცალა, რადგან მადრიდელებმა მას კარი დაუხურეს და ლეგენდის კლუბში დაბრუნება გამორიცხეს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი საამისოდ სახსრები არ ჰყოფნის და ზოგადად სულშერის გუნდს სხვა მიმართულება აქვს აღებული. პსჟ-ს კი ჯერჯერობით ნეიმარი-მბაპეს შენარჩუნება უფრო აღელვებს, ვიდრე ვინმეს დამატება.

AS-ის ცნობით, „იუვენტუსის“ ქომაგები უკვე ფიქრობენ, რომ რონალდუს გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა დიდად არ აღელვებს. წყარო წერს, რომ შესაძლოა პორტუგალიელმა უკვე ტურინიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, მხოლოდ პორტუგალიელის სურვილი ტრანსფერს ვერ გადაწყვეტს - ჯერ მისი მსურველები უნდა გამოჩნდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები