პირველი ოქროს მედალი - ჩხვიმიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა
Aa
Aa

პირველი ოქროს მედალი - ჩხვიმიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანში მიმდინარე გრან სლემის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დამატებით დროში დაამარცხა. 

ფინალურ ორთაბრძოლამდე ჩხვიმიანმა კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს აჯობა. 

დღესვე 66 კილოში ბრინჯაოსთვის ბაგრატ ნინიაშვილი იბრძოლებს. მედლისთის ბრძოლაში ნინიაშვილი ყაზახ იესეტ კუანოვს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები