ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "თუ დი მარია გააძევეს, ფერნანდინიოც უნდა გაეძევებინათ"

არსენ ვენგერმა „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს განმეორებით ნახევარფინალზე ისაუბრა და დი მარიას გაძევების მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

ვენგერი თვლის, რომ მსაჯს მოედნიდან ფერნანდინიოც უნდა გაეძევებინა:

„უნდა ვთქვა, რომ ამ მატჩში ფერნანდინიოს საქციელი არ მომეწონა. ეს პროვოკაციული ქმედება იყო. თუ დი მარია გააძევეს, ფერნანდინიოც უნდა გაეძევებინათ. მე ასე მიმაჩნია.

ბრაზილიელს ყვითელი უკკვე ჰქონდა და შემდეგ დი მარიას წინააღმდეგ პროვოკაციულად მოქმედებდა. ჩემი აზრით ორივე გასაძევებელი იყო.

ამჟამად პსჟ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება და გაგება, თუ სად შეიძლება მათი თამაშის გაუმჯობესება. ეს პირველ რიგში არის თავდაცვა. ამგვარი დაცვით, მათ არ შეუძლიათ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა. გუნდს დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესონ.

ფეხბურთელები უფრო მშვიდები და კონცენტრირებულები უნდა გახდნენ.

არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ მათ ორივე ნახევარფინალური მატჩი ათი კაცით დაასრულეს. ისინი უფრო დისციპლინირებულები უნდა იყვნენ, როდესაც საქმე არასწორად წარიმართება“. - განუცხადა ვენგერმა beIN Sports-ს.

ცუდი ლიდერი - ნეიმარი ფრანგულმა პრესამ გააკრიტიკა

L'Equipe: „ის რელსებიდან გადავიდა, მას ორიენტაცია დაკარგული ჰქონდა. და რაც ყველაზე მთავარია - ის არ ყოფილა ლიდერი, რომელსაც ელოდნენ“. - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ ნეიმარი პირდაპირ გააკრიტიკა და ის ამ მხრივ ერთადერთი არ ყოფილა.

France Football: „ნამდვილად საჭირო იყო ბურთის ყოველი მიღებისას მასთან ექვსჯერ შეხება? მას სურდა, რომ ყველაფერი მხოლოდ თავად გაეკეთებინა. მისი თვითმიზანი ეს გახლდათ. ის ეგოისტი იყო, ემოციები მართავდა, ნეიმარი კვლავ კატასტროფული იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები