ნაგელსმანის სისტემას მოერგება - ბაიერნი ჰაკიმის შეძენას გეგმავს
Aa
Aa

ნაგელსმანის სისტემას მოერგება - ბაიერნი ჰაკიმის შეძენას გეგმავს

„ბაიერნში“ გუნდის განახლების პროცესი იწყება. მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის დანიშვნის შემდეგ, „რეკორდმაისტერი“ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას იწყებს.

მიუნხენური გამოცემა tz Manuel Bonnke წერს, რომ „ბაიერნი“ „ინტერის“ მარჯვენა მცველით აჩრაფ ჰაკიმით ინტერესდება. კლუბი თვლის, რომ 22 წლის განაპირა მცველი ნაგელსმანის სათამაშო სისტემას იდეალურად მოერგება.

ალფონსო დევისის ფონზე ბენჟამინ პავარი მარჯვენა ფლნგზე საკმაოდ ინერტულია და კლუბს ამ მხრივ სწორი მიმართულება აქვს აღებული. ჰაკიმიმ „ინტერში“ ჩინებული სეზონი ჩაატარა და მისი შეძენა საკმაოდ რთულიც იქნება.

ჰაკიმი „ინტერს“ 2020 წლის ზაფხულში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ სეზონში მას სერია A- ს 33 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.

მაროკოელ ფეხბურთელს ტრანსფერმარკეტი 50 მილიონ ევროდ აფასებს. სავარაუდოდ „ინტერი“ მის სანაცვლოდ მეტს მოითხოვს.

ჰაკიმიმ ინტერში თავისი პირველი ტიტული მოიგო

„ინტერი“ 2020/2021 წლების სეზონის სერია ა-ს ჩემპიონია. „ნერაძურიმ“ სკუდეტო ისტორიაში მეცხრამეტედ მოიგო და „მილანს“ გადაასწრო. „როსონერის“ 18-ჯერ აქვს სერია ა- მოგებული.

„ინტერმა“ გასულ ტურში „კროტონე“ 2:0 დაამარცხა და ფეხბურთელებმა ჩემპიონობა ნაადრევად კლუბის ავტობუსში აღნიშნეს. ცნობისთვის, „ინტერი“ ბოლოს იტალიის ჩემპიონი 2010 წელს გახდა. იმ დროს გუნდს ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები