Aa
Aa

"ეგოისტი და კატასტროფული იყო" - ფრანგული პრესა ნეიმარს აკრიტიკებს

„ყველაფერს გავიღებ, რათა ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო, თუნდაც სიკვდილიც მომიხდეს. მე ვიქნები პირველი, ვინც საჭირო ზომებს მიიღებს“. - თქვა ნეიმარმა „მანჩესტერ სიტისთან“ პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ.

ბრაზილიელს განმეორებითი შეხვედრის შემდეგ ფრანგული პრესის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. მისგან მეტს ელოდნენ, რადგან მბაპემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და გუნდის წინამძღოლობა სწორედ ბრაზილიელს უნდა ეტვირთა.

L'Equipe: „ის რელსებიდან გადავიდა, მას ორიენტაცია დაკარგული ჰქონდა. და რაც ყველაზე მთავარია - ის არ ყოფილა ლიდერი, რომელსაც ელოდნენ“. - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ ნეიმარი პირდაპირ გააკრიტიკა და ის ამ მხრივ ერთადერთი არ ყოფილა.

France Football: „ნამდვილად საჭირო იყო ბურთის ყოველი მიღებისას მასთან ექვსჯერ შეხება? მას სურდა, რომ ყველაფერი მხოლოდ თავად გაეკეთებინა. მისი თვითმიზანი ეს გახლდათ. ის ეგოისტი იყო, ემოციები მართავდა, ნეიმარი კვლავ კატასტროფული იყო“.

ნეიმარის მისამართით კრიტიკა ალბათ კიდევ მეტად გაიზრდება. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიელი ფაბიო კაპელომაც გააკრიტიკა:

„იმედი მქონდა ნეიმარი რამეს გააკეთებდა და მოედანზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო დრიბლინგი შეასრულა და ლიდერს არაფრით ჰგავდა. ლიდერს გუნდი შედეგისკენ მიჰყავს, მან კი მატჩი ლაპარაკში გაატარა“.

ნეიმარს ამ სეზონის ბოლოსაც პსჟ-ს დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და საუბარი ამჯერადაც „ბარსელონაზეა“.

29 წლის ბრაზილიელმა 2015 წელს „ბარსას“ რიგებში მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება ვერ შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ოქროს ბურთის მოწინავე სამეულში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, თუმცა რეალურად გამარჯვებასთან ახლოსაც არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები