ფერდინანდი:
Aa
Aa

ფერდინანდი: "ფოდენი მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია"

„მანჩესტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ითამაშებს. „ქალაქელებს“ წარმატებული გამოსვლა „იუნაიტედის“ ლეგენდამ რიო ფერდინანდმა მიულოცა და განსაკუთრებით ფილ ფოდენის თამაში გამოყო, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე უწოდა.

რა თქვა ფერდინანდმა

„ვიტყოდი, რომ ამ დროისთვის ფილ ფოდენი მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“. - თქვა ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში.

„ჰოლანდი ამ მომენტისთვის ასეთ დონეზე ვერ თამაშობს. ფოდენი საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

მე „სიტის“ ქომაგი არ ვარ, მაგრამ მათი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. მაჰრეზი, სტერლინგი, დე ბრუინი, სილვა, გიუნდოგანი ისინი პოზიციებს ცვლიან, გადაადგილდებიან და ასე თამაშობენ - ეს ტოტალური ფეხბურთია.

მატჩის ბოლო წუთებზე „სიტიმ“ მეტოქე აბუჩად აიგდო. პარიზელებს გამარჯვებული და გამოცდილებით სავსე მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და მათთვის ეს ადვილი მისაღები არ ყოფილა. ჩემგან უზარმაზარი ქება პეპსა და მის გუნდს.

ეს აბსოლუტურად დომინანტური თამაში იყო. პარიზში ჩატარებული მეორე 45 წუთი ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი იყო.

დიასი და სტოუნსი უშეცდომოები იყვნენ, მათ ვერავინ გასცდა. ფოდენი და მაჰრეზი შეტევაში ძალიან პროდუქტიულები იყვნენ. 36 წლის ფერნანდინიო კი შესანიშნავი იყო. ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი პერფორმანსი ტოპ გუნდისგან“.

სიტის რეკორდული მაჩვენებელი

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ბოლო 7 მატჩის მოგება შეძლო, რაც ტურნირის ისტორიაში (ჩემპიონთა თასი/ლიგა) ინგლისურ კლუბებს შორის ყველაზე გრძელი მოგებათა სერია გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები