აზარენკა ჩოგბურში დაბრუნებას აგვისტოში გეგმავს
Aa
Aa

აზარენკა ჩოგბურში დაბრუნებას აგვისტოში გეგმავს

ქალთა შორის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ვიქტორია აზარენკა, კორტს აგვისტოს თვეში დაუბრუნდება. 

2015 წლის ბოლოს აზარენკა აქტიური სპორტიდან ფეხმძიმობის გამო წავიდა, თუმცა მშობიარობის შემდეგ კარიერის განახლებას გეგმავს და ამას მიმდინარე წლის "ამერიკის ღია პირველობისთვის" აპირებს. 

"მომენატრა ჩემი გულშემატკივარი და კორტზე მათ თვალწინ გამოსვლა. მეც და ბავშვიც თავს კარგად ვგრძნობთ, ყველაფერი შესანიშნავადაა". 

"უკვე მინდა ჩოგბურთში დაბრუნება, თუმცა ჯერჯერობით ეს რთული იქნება. იმედია, ზაფხულისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მზად ვიქნები და წლის ბოლო "დიდი სლემის" ტურნირზეც ვითამაშებ". - აცხადებს 27 წლის აზარენკა. 

ბელარუსს "დიდი სლემის" 2 ტიტული აქვს აქტივში. მან 2012 და 2013 წლებში "ავსტრალიის ღია პირველობა" მოიგო. გარდა ამისა, იმავე სეზონებში "ამერიკის ღია პირველობის" ფინალები დათმო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები