ისტორიაში პირველად - სიტიმ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - სიტიმ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ბარიერი დაძლია და ფინალში ითამაშებს. „ქალაქელებმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ასპარეზობას დამსახურებულად გამოთიშეს და მაურისიო პოჩეტინოს გუნდს მეორე მატჩიც მოუგეს.

დღევანდელი დაპირისპირება პარიზელთა კარნახით დაიწყო, თუმცა მე-11 წუთზე რიად მაჰრეზმა ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, 63-ე წუთზე კი მაჰრეზმა დუბლი გაიფორმა. ყველაფერი ფაქტობრივად 69-ე წუთზე დასრულდა, როცა დი მარიამ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და „სიტიმ“ 2-0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4-1 იმარჯვა.

„ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ. აქამდე მათი საუკეთესო შედეგი ნახევარფინალური ეტაპი იყო, რომელზეც 2016 წელს და მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. პეპ გუარდიოლას რაც შეეხება, ესპანელი სპეციალისტი კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდა.

ცნობისთვის, „სიტი“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ გათამაშებაში 11 შეხვედრა მოიგო. პეპ გუარდიოლამ კი მაურისიო პოჩეტინოს წინააღმდეგ მეოცე მატჩი ჩაატარა და არგენტინელი სპეციალისტი მე-12-ედ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები