Aa
Aa

"საკმარისად გაბედულები ვართ" - ტუხელი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მეორე დაპირისპირებაში "ჩელსი" "რეალს" მასპინძლობს. მატჩის წინ, "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ტუხელმა?

მთავარი გამოწვევა მთელი მატჩის განმავლობაში ინტენსივობის შენარჩუნებაა. ეს ნახევარფინალია და ზეწოლა საკმაოდ დიდია. საჭიროა ერთმანეთის გვჯეროდეს და გვწამდეს. სხვანაირად მოგება შეუძლებელია.

არ ვარ დარწმუნებული, რომ მადრიდელები ისევ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებენ. ვფიქრობ ზიდანი 4-3-3- აირჩევს. მჯერა, რომ რასაცრეალითამაშობს ფორმაციიდან გამოწვეული არ არის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ. საკმარისად მამაცები ვართ? ჩვენ საკმარისად გაბედულები ვართ!

მთავარი გაკვეთილი ის იქნება, რომ ერთმანეთს ვენდოთ. ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ. ითამაშებს თუ არა რამოსი? რთული შეკითხვაა, არ ვიცი.. ექნება თუ არა მნიშვნელობა სერხიოს თამაშს? რა თქმა უნდა. ის გუნდის კაპიტანი და ძალიან გამოცდილი მცველია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მის წინააღმდეგ სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ.

კანტე არის ადამიანი, რომელიც ტიტულის მოგებისთვის აუცილებლად უნდა გყავდეს. ნგოლო აქ სწორედ ამისთვის არის. ის განუმეორებელი და უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. კანტე ჩვენთან ყოფნით ძალიან ბედნიერია.“

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლონდონელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ტიბო კურტუას ურთულესი ბურთების აღება მოუწია.

მიუხედავად ამისა, პულიშიჩმა საკუთარი გუნდი მაინც დააწინაურა, რასაც კარიმ ბენზემამ უძლიერესი დარტყმით უპასუხა და საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა. „ჩელსისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი, 5 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები