ყველას გაუტანა - ნეიმარის მორიგი მიღწევა ლიგა 1-ში!
Aa
Aa

ყველას გაუტანა - ნეიმარის მორიგი მიღწევა ლიგა 1-ში!

ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლანსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა გაიტანა.

ეს გოლი კი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა. „ლანსის“ კარის აღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატში ყველა იმ გუნდს გაუტანა, რომელსაც შეხვდა. ასეთი კი 23-ია.

ნეიმარი მიმდინარე სეზონში

ეიმარის ფიტნეს პრობლემები დღემდე გრძელდება. პსჟ შიდა და ევროპულ ტურნირებზე წარმატებისთვის იბრძვის. ბრაზილიელმა კი აქამდე გუნდის კარგ შედეგებში უდიდესი წვლილი შეიტანა. 29 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები