''ეს ძალიან გულდასაწყვეტია'' - დვალიშვილმა ოკუპაციის თემაზე ისაუბრა
Aa
Aa

''ეს ძალიან გულდასაწყვეტია'' - დვალიშვილმა ოკუპაციის თემაზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ სპორტული თემატიკის გარდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზეც ისაუბრა. მან პრესკონფერენციისას მსმენელებს გულსაკიდი აჩვენა, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. მებრძოლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე მიუთითა და მსმენელებს აუხსნა, რომ ამჟამად აღნიშნული მხარეები რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მერაბ დვალიშვილი: ''ეს ჩემი ქვეყნის, საქართველოს რუკაა, ეს ჩემი ქვეყნის საზღვრებია, მაგრამ ახლა საქართველოს რუკა, საქართველოს საზღვრები რომ ''დაგუგლოთ'', ასეთი არაა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აღნიშნული მხარეები რუსეთის მიერაა ოკუპირებული''.

შეგახსენებთ, ამ ბრძოლამდე მერაბი თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებდა, სტამანს კი ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოგებული ჰქონდა, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 წააგო.

რაც შეეხება ბრძოლას, მერაბმა სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ მსაჯთა გადაწყვეტილება მის მხარეს იქნებოდა, რაც ასეც მოხდა - 30:27. 29:28, 29:28 დვალიშვილის სასარგებლოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები