''ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ'' - მერაბ დვალიშვილის ემოციური კომენტარი
Aa
Aa

''ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ'' - მერაბ დვალიშვილის ემოციური კომენტარი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ბრძოლამდე მერაბი თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებდა. სტამანს კი ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგებული ჰქონდა, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 წააგო.

რაც შეეხება ბრძოლას, მერაბმა სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ გვქონდა მოლოდინი, რომ მსაჯთა გადაწყვეტილება მის მხარეს იქნებოდა, რაც ასეც მოხდა - 30:27. 29:28, 29:28 დვალიშვილის სასარგებლოდ.

მერაბ დვალიშვილი: ''ბევრს ვშომობდი და გავიმარჯვე. TOP 15-ის წევრთან გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბევრს ვშომობ არაერთი მიმართულებით, ეს ხომ მხოლოდ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ არაა. დღევანდელი ბრძოლით ვაჩვენე, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არაა, კიდევ უფრო მეტი შემიძლია.

ვიმსახურებ მეტოქეს TOP 10-დან ან TOP 5-დან. ეს ნამდვილად დავიმსახურე, მე ხომ ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოვიგე.

ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ბევრჯერ გაგახაროთ. ქრისტე აღდგა, დღეს აღდგომაა''.

შეგახსენებთ, UFC-ში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მე-6 ბრძოლის მოგება შეძლო და მერაბ დვალიშვილის მსგავსად ქართველი ქომაგების გაახარა. ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი კაბ სვანსონი იყო, რომელიც ქართველმა 1 წუთსა და 3 წამში დაამარცხა. გიგამ მეტოქეს დარტყმა ღვიძლში მიაყენა და იმწამსვე დააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები