''ქართველებს ზეიმის უფრო მეტი მიზეზი მივეცით'' - ჭიკაძემ ჰოლოვეი გამოიწვია
Aa
Aa

''ქართველებს ზეიმის უფრო მეტი მიზეზი მივეცით'' - ჭიკაძემ ჰოლოვეი გამოიწვია

UFC-ში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო და მერაბ დვალიშვილის მსგავსად ქართველი ქომაგები გაახარა.

ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი კაბ სვანსონი იყო, რომელიც ქართველმა 1 წუთსა და 3 წამში დაამარცხა. გიგამ მეტოქეს დარტყმა ღვიძლში მიაყენა და იმწამსვე დააგდო.

გიგასთან დაპირისპირებამდე 37 წლის ამერიკელს კარიერაში 38 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მის ანგარიშზე 27 მოგება და 11 მარცხი იყო.

გიგა ჭიკაძე: ''ჩემს დღევანდელ მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ხომ ბრძოლაა. TOP 15-ის მებრძოლებს მივმართავ, თუ არ იცოდით ჩემი სახელი, ახლა უკვე იცით. ბრძოლა დასრულებული არ იყო, წამით გავჩერდი, არბიტრმა არ გამაჩერა და ბრძოლა მოვიგე, საქმე შევასრულე.

ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, დღევანდელი გამარჯვებებით მე და მერაბმა ქართველებს ზეიმის უფრო მეტი მიზეზი მივეცით. მინდა მაქს ჰოლოვეის მივმართო, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მე შენთან ჩხუბი მინდა, მაგრამ თუ ეს ბრძოლა არ შედგება, მაშინ შენს ყოფილ მეტოქეს, კელვინ კატარას დავუპირისპირდებოდი.

ქართველებს გილოცავთ ყველას, აღდგომასაც გილოცავთ,  საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა: რომელი სპორტია საქართველოში ამაზე მაგარი? მგონი უნდა შეგვეხმიანოთ და ცოტა მეტი ყურადღება მოგვაქციოთ, ვიცი უფრო მაგარ საქმეებს გავაკეთებთ''.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები