ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რეალის" ნაცვლად "ახალი იბრა" "დორტმუნდში" გადავიდა!

შვედური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ალექსანდერ ისაკი, რომელიც მადრიდის "რეალის" სამიზნე გახლდათ, კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს. 

რამდენიმე კვირის წინ ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ "სამეფო კლუბი" ისაკთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თითქოს ტრანსფერთან ახლოსაც იყო, თუმცა როგორც ხედავთ გარიგება არ შედგა. 

"ახალმა იბრამ", როგორც ამ ფეხბურთელს უწოდებენ, "დორტმუნდთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის თანახმადაც იგი "სიგნალ იდუნა პარკზე" 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. გერმანელებმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. 

17 წლის ტალანტს, რომელიც "აიკის" სკოლის აღზრდილია, შვედეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ისევე როგორც ეროვნულშიც, სადაც მან 2 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 

 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები