1 წუთსა და 3 წამში - ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო!
Aa
Aa

1 წუთსა და 3 წამში - ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო!

UFC-ში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო და მერაბ დვალიშვილის მსგავსად ქართველი ქომაგები გაახარა.

ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი კაბ სვანსონი იყო, რომელიც ქართველმა 1 წუთსა და 3 წამში დაამარცხა. გიგამ მეტოქეს დარტყმა ღვიძლში მიაყენა და იმწამსვე დააგდო. ასეთ სწრაფ გამარჯვებას ალბათ ბევრი არ მოელოდა.

გიგასთან დაპირისპირებამდე 37 წლის ამერიკელს კარიერაში 38 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მის ანგარიშზე 27 მოგება და 11 მარცხი იყო.

„მინდა მთავრობას მივმართო, რომელი სპორტია საქართველოში ამაზე წარმატებული? უფრო მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ“. - მიმართა ბრძოლის შემდეგ გიგამ საქართველოს მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები