Aa
Aa

"ფერარიმ" ახალი ბოლიდი რაიკონენის სტილით ააწყო

გასული სეზონი კიმი რაიკონენისთვის კატასტროფული იყო - ფინელმა მრბოლმა ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 55 ქულას მოუყარა თავი. ამ სეზონში კი, სულ რაღაც, 4 რბოლის შემდეგ, უკვე 42 ქულა აქვს. რა თქმა უნდა, გასული სეზონი კიმის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვისაც წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ესპანელმა ის მაინც შეძლო, რომ „უილიამსის“ პილოტებს შორის ჩადგა.

ახალი სეზონიდან ყველაფერი შეიცვალა და „ფერარი“ თვით უძლეველ „მერსედსსაც“ კი უწევს კონკურენციას და ცოტა უკლია, ტიტულზეც გაუჩნდეს პრეტენზია. რა თქმა უნდა, ასეთ აღმასვლაში დიდი წვლილი, გუნდის ახალ შეფ მაურიციო არივაბენეს მიუძღვის, რომელმაც თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გასული სეზონის შემდეგ მიიღო. მან გუნდის ინჟინრებს უთხრა, რომ მანქანის წონის უფრო მეტი წილის წინა ღერძზე გადანაწილება სურდა.

„მახსოვს, რომ ეს 10, თუ 12 დეკემბერს იყო. მე (მთავარ ინჟინერ სიმონე) რესტას და რორის (ბერნს) ვესაუბრებოდი. ჩვენ მანქანს სურათს დავცქეროდით. მე მათ ვკითხე, შეეძლოთ თუ არა წინა ღერძზე მეტი წონის გადატანა. მე ვიცოდ, რომ კიმის სტილს ასეთი განაწილება უფრო შეეფერება და სებასტიანსა (ფეტელს) მეტნაკლებად ასეთი ბალანსი მოსწონს“, - ყვება არივაბენე.

წინა ღერძის მეტად დატვირთვის გარდა, რაიკონენს ასევე უფრო მსუბუქი და იმავდროულად, ზუსტი საჭე მოსწონს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ამჯობინებს მძიმე წინა ნაწილს, ამას მარტივი მიზეზი აქვს - ის მოხვევას უფრო სწრაფად იწყებს, რა დროსაც საჭეს სხვებთან შედარებით, ნაკლებად ატრიალებს და მოსახვევიდან გამოსვლისას, აქსელერატორს შედარებით გვიან აწვება. ამით, უფრო სტაბილური აჩქარება აქვს, რაც მოსახვევიდან ჭარბი მოხვევადობის გარეშე, სუფთად გამოსვლის საშუალებას აძლევს. ალონსოს სრულიად საპირისპირო სტილი აქვს და გასული სეზონის მანქანა, სწორედ მისი სტილის შესაფერისია.

მაგრამ ახალი სეზონის წინ, გუნდის ინჟინრებმა დღე და ღამე გაასწორეს, რათა არივაბენეს თხოვნა შეესრულებინათ და ორივე პილოტის, უფრო კი რაიკონენის სტილის შესაფერისად მოემართათ მანქანა. და ფინელმა პილოტმა პრაქტიკულად თავიდან დაიწყო საკუთარი კარიერა...

ცხელი ამბები