პოგბას აზარში გაცვლიან? - რაიოლას იმედი აქვს
Aa
Aa

პოგბას აზარში გაცვლიან? - რაიოლას იმედი აქვს

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ შესაძლოა ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდებიან.

ბოლო წლების განმავლობაში პოგბა და „რეალი“ აქტიური სასაუბრო თემაა. „იუნაიტედის“ ნახევარმცველს „ბლანკოსს“ ხშირად უკავშირებენ. რაიოლას თქმით, შესაძლოა „სამეფო კლუბმა“ პოლი ედენ აზარში გაცვალოს.

ჯერჯერობით ეს ყველაფერი სპეკულაციებია, მაგრამ რაიოლა ფიქრობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რა თქვა რიოლამ?

კითხვაზე, თუ რატომ აქამდე არ გადავიდა პოგბა „რეალში“ რაიოლამ უპასუხა: „ეს კითხვა მადრიდს უნდა დაუსვათ.

პოგბამ „იუნაიტედისგან“ დიდი ნდობა და სიყვარული იგრძნო, თუმცა სხვა კლუბები მისით მუდამ ინტერესდებიან. ამ ყველაფრის შემდეგ კი პოლის თაობაზე გარიგება რთული იქნება, რადგან დიდ კლუბებს არ უყვართ დიდი მოთამაშეების გაშვება.

ზიდანის გამო პოგბასთვის „რეალი“ ყოველთვის მისაღებია, რადგან ზინედინი მისი ბავშვობის კუმირია. ვფიქრობ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ უნდა შეაფასოთ რისი შესაძლებლობა არსებობს.

შესაძლოა „რეალს“ აზარის და პოგბას გაცვლა მოუნდეს. ეს კიდევ ერთი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს. რატომაც არა?“

პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“

ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი „წითელ ეშმაკებს“ 2016 წელს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ „იუვენტუსიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში პოგბამ „მანჩესტერის“ მაისური 194-ჯერ მოირგო და 38 გოლი გაიტანა.

გეტყვით, რომ პოლს ხშირად აწუხებს ტრავმები და სხვადასხვა დაზიანებების გამო მან დღემდე 70 ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები