საგა გრძელდება - ბარსა ნეიმარს ისევ მიუბრუნდა
Aa
Aa

საგა გრძელდება - ბარსა ნეიმარს ისევ მიუბრუნდა

RAC1-ის ცნობით, „ბარსელონა“ ნეიმარის დასაბრუნებლად კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელებსა და პარიზელებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა პსჟ-მ პირველ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

როგორც ცნობილია, „ბლაუგრანა“ მცდელობას იქამდე გააგრძელებს, სანამ ნეიმარი პარიზელებთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

ბრაზილიელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უსრულდება და თუ პსჟ ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, ასეთ შემთხვევაში ამ ზაფხულს მისი გაყიდვა მოუწევს.

2 წლის წინ „ბარსა“ ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა და მის სანაცვლოდ 130 მილიონსა და პლუს 3 მოთამაშესაც თმობდა, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. კატალონიელები თვლიან, რომ მათ ბრაზილიელის გადაბირება ამჯერად გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

„ბლაუგრანას“ მთავარ სამიზნედ ერლინგ ჰოლანდი რჩება, თუმცა ამ მომენტისთვის ნეიმარის შეძენა მათთვის გაცილებით შესაძლებელი და იაფი იქნება, ვიდრე ნორვეგიელის. თუ, „დორტმუნდის“ ლიდერის გადმობირება ვერ მოხერხდა, კლუბი გეგმა ბ-ზე მუშაობას დაიწყებს.

როგორც ცნობილია, ჟოან ლაპორტა შეტევის გასაძლიერებლად 2 ტრანსფერის განხორცელებას გეგმავს. ერთი მეგატრანსფერი - ჰოლანდი-ნეიმარიდან რომელიმე და მეორე, თავისუფალი აგენტის გაფორმება - აგუერო-დეპაის შორის რომელიმე.

გარდა შეტევისა, კლუბი 1 ცენტრალური ნახევარმცველისა და 2 მცველის შეძენას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები