ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას გეგმავს - რეალი დაინტერესებულია
Aa
Aa

ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას გეგმავს - რეალი დაინტერესებულია

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა ზაფხულში „ბაიერნი“ დატოვოს და კარიერა სხვა ჩემპიონატში განაგრძოს.

როგოროც ცნობილია, პოლონელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს. ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი მოლაპარაკებებს ამ მომენტისთვის რამდენიმე კლუბთან აწარმოებს.

Sky Sport Deutschland-ის ცნობით, „რეკორდმაისტერს“ პანდემიის შედეგად ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა 32 წლის ლევანდოვსკი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს. პოლონელს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და პრობლემაც სწორედ ეს არის.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ „ბაიერნმა“ ლევანდოვსკის თაობაზე წინადადებები უკვე მიიღო.

ლევანდოვსკი „რეალში“ გადასვლასთან ახლოს რამდენიმეჯერ იყო. 2014 წელს მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ამ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში პოლონელმა 36 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები