მესი მზადაა ხელფასი შეიმციროს, რომ კლუბმა ჰოლანდი იყიდოს
Aa
Aa

მესი მზადაა ხელფასი შეიმციროს, რომ კლუბმა ჰოლანდი იყიდოს

მესის „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა ლეოს ამბიციის, ახალი პროექტის და ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის დანახვა სურს. საამისოდ კი „ლა პულგა“ მზად არის თავისი ხელფასის შემცირებით კლუბს ფინანსურად დაეხმაროს.

Eurosport-ის ინფორმაციით, მესი მზად არის ხელფასი დაიკლოს, რათა კლუბმა ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეძლოს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ლაპორტას ახალ გეგმას მხარს უჭერს და მის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. ლეო ანაზღაურებას შეიმცირებს და გუნდშიც დარჩება, თუმცა „ბლაუგრანამ“ შემადგენლობა უნდა გააძლიეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „კამპ ნოუს“ დატოვებს.

TV3-ის ვარაუდით, არსებობს ასეთი ვარიანტიც - ლეო ორი წელი „ბარსას“ ღირსებას დაიცავს. შემდეგ კარიერას MLS-ში გააგრძელებს, სადაც თამაშის პარალელურად, „ბლაუგრანას“ ელჩი იქნება. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ კი „კამპ ნოუზე“ დაბრუნდება და „ბარსელონაში“ რომელიმე პოსტს ჩაიბარებს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ „ბარსა“ ამ ზაფხულში შემადგენლობას გააძლიერებს.

როგორც ცნობილია, ლაპორტამ ახალ სასპონსორო შეთანხემბას მიაღწია, რის შედეგადაც კლუბი 500 მილიონ ევროს მიიღებს. პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. ვნახოთ როგორი იქნება გაგრძელება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები