Aa
Aa

"მათი პროგრესი შთამბეჭდავია" - არტეტა ვილიარეალთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ნახევარფინალები მოახლოვდა. „არსენალი“ პირველ მატჩში „ვილიარეალს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „მეთოფეთა“ თავკაცმა მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა არტეტამ?

„სამშობლოში ჩამოსვლით აღფრთოვანებული ვარ. წინ რთული მატჩი გველოდება. „ვილიარეალი“ კარგი და სტაბილური გუნდია. მათი პროგრესი ბოლო 15 წელიწადში შთამბეჭდავია.

ამ პერიოდში რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალეს, მაგრამ პრინციპები იგივე დარჩათ. უნაი ემერიმ „წყალქვეშა ნავს“ საკუთარი მკაფიო იდენტობა ჩამოუყალიბა.

მე რასაც ვხედავ ეს არის მათი ურთიერთობა ბურთთან. „ვილიარეალი“ ბურთით და ბურთის გარეშეც ძალიან სახიფათოა.

მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში მატჩის გადაწყვეტა შეუძლიათ. ასევე მატჩის მიმდინარეობისას ტაქტიკას ძალიან მარტივად ცვლიან."

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე

2006 წელს არსენ ვენგერის გაწვრთნილი გუნდი პელეგრინის „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაეყარა.

ლონდონში გამართულ მატჩში „არსენალმა“ კოლო ტურეს ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა. საპასუხო დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა შეხვედრის 90-ე წუთზე ხუან რომან რიკელმეს პენალტის დარტყმის საშუალება მიეცა, მაგრამ არგენტინელმა ყოფილმა ნახევარმცველმა ვერ გაიტანა. რიკელმეს იენს ლემანმა აჯობა და ფინალში „მეთოფეები“ გავიდნენ.

2009 წელს ეს გუნდები კვლავ გადაეყარნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი ესპანეთში გაიმართა, რომელიც 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი „არსენალმა“ 3:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები