ოფიციალურად - ნაგელსმანი ბაიერნს გაწვრთნის!
Aa
Aa

ოფიციალურად - ნაგელსმანი ბაიერნს გაწვრთნის!

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში ხშირად იყო საუბრები „ბაიერნის“ ახალი შესაძლო მწვრთნელის თაობაზე. მიუნხენელები ორ ვარიანტს განიხილავდნენ. საუბარი ნაგელსმანზე და ალეგრიზე გახლდათ.

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „რეკორდმაისტერს“ „ლაიპციგის“ ამჟამინდელი თავკაცი იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, მათ შორის კი თავად "ბაიერნის" „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმაც.

გეტყვით, რომ იულიანს „ლაიპციგთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. „ბაიერნმა“ კი უშუალო კონკურენტს ნაგელსმანის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაუხდის. ახალგაზრდა სპეციალისტი ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი გახდება. ამდენი თანხა მთავარ მწვრთნელში არასდროს არავის გადაუხდია.

ჰანსი ფლიკი კი დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ცნობილია, რომ იოჰიმ ლიოვი ბუნდეს ნაკრებს ევრო 2020-ის შემეგ დატოვებს.

ცოტა რამ ნაგელსმანზე

33 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს "ჰოფენჰაიმში" დაიწყო სადაც 2019 წლამდე გაჩერდა. ამის შემდეგ ის "რედ ბულის" კლუბში მიდის და საკმაო წარმატებასაც აღწევს. ბოლო 2 სეზონი "ლაიპციგი" ბუნდესლიგის სინისთვის იბრძვის, თუმცა "ბაიერნთან" კონკურენცია რთულია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა.

გასულ სეზონში ნაგელსმანის ხელმძღვანელობით "ლაიპციგმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც "პარი სენ ჟერმენთან" დამარცხდა. გერმანულმა კლუბმა მერვედფინალურ სტადიაზე ასპარეზობას "ტოტენჰემი" გამოთიშა, ხოლო მეოთხედფინალში დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები