Aa
Aa

უნიკალური რეკორდი - სლავიამ ჩეხური ფეხბურთის ისტორია გადაწერა

პრაღის „სლავია“ ჩეხეთის ჩემპიონატში ბოლო წლებში დომინირებს და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ ხდება. გუნდმა გუშინ, „ბოჰემიანსთან“ არწაგების შემდეგ, ჩეხური ფეხბურთის ისტორიაში 75-წლიანი შედეგი გააუმჯობესა და ახალი უნიკალური რეკორდი დაამყარა.

ინდრიხ ტრიპიშოვსკის გუნდმა შიდა ჩემპიონატში დაუმარცხებელი სვლა 41 მატჩამდე გაზარდა, რაც მთლიანად ჩეხური ფეხბურთის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა პრაღის „სპარტას“, რომელმაც 1943-1946 წლებში, ჩემპიონატში ზედიზედ 40 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა.

„სლავიას“ ამჟამინდელი დაუმარცხებელი სვლა გასული წლის 1-ლი მარტიდან იწყება. მაშინ გუნდმა „სლოვაცკოსთან“ წააგო, იქიდან მოყოლებული კი 31 თამაში მოიგო და 10 ფრედ დაასრულა.

პრაღელებს სათავეში ახალგაზრდა სპეციალისტი - ინდრიხ ტრიპიშოვსკი უდგათ. იგი კლუბს 2017 წლის დეკემბრიდან წვრთნის და 3-ჯერ ჩემპიონობასთან ერთად, 2-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ სუპერ თასი მოაგებინა. წლევანდელი სეზონი ევროპა ლიგაზე კი 1/4 ფინალამდე მიიყვანა და იქ ლონდონის „არსენალთან“ დამარცხდა. ორი სეზონის წინ კი ამავე ტურნირის ასევე 1/4 ფინალურ ეტაპზე მომავალ ჩემპიონ „ჩელსისთან“ წააგო.

„სლავია“, „სპარტას“ შემდეგ, ჩეხეთის მე-2 წარმატებული კლუბია. მას ქვეყნის ჩემპიონატი ჯამში უკვე 20-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ქვეყნის თასს 8-ჯერ დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები