სუპერსენსაცია
Aa
Aa

სუპერსენსაცია "ავსტრალიის ღია პირველობაზე" - ისტომინმა ჯოკოვიჩი დაამარცხა!

"ავსტრალიის ღია პირველობაზე", მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რეიტინგის 117-ე ნომერთან, უზბეკ, დენის ისტომინთან სენსაციურად 6:7 7:5 6:2 6:7 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ჯოკოვიჩმა "ტაიბრეიკზე" წააგო. მეორე და მესამე სეტის მოგების შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ იგი ამ თამაშს დათმობდა, მაგრამ მეოთხე პარტიაში "ტაიბრეიკზე" ისტომინმა 7:5 იმარჯვა.

გადამწყვეტ მეხუთე სეტში 2:2-ზე უზბეკმა ჩოგბურთელმა ბრეიკი გააკეთა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ჯოკოვიჩმა 72 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ისტომინმა – 61.

"ნოლემ" ამ მარცხით რეიტინგში დაახლოებით 1900 ქულა დაკარგა, რაც ენდი მარეის სალიდერო პოზიციებს ერთიორად გაამყარებს.

მომდევნო წრეში ისტომინი ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები