GDS: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უნდა
Aa
Aa

GDS: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უნდა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასაბრუნებლად მზადაა.

წყაროს ცნობით, რონალდუ „იუვენტუსის“ თამაშით და სამომავლო გეგმებით უკმაყოფილოა და ზაფხულში გუნდის დატოვებას გეგმავს. იტალიური გამოცემა წერს, რომ პორტუგალიელი ხელფასის შესამცირებლადაც მზად არის.

კრიშტიანუ „იუვეში“ წლიურად 31 მილიონს იღებს, თუ ის „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდება მზად არის ანაზღაურება საგრძნობლად დაიკლოს, თუმცა ხელფასი 20 მილიონ ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს.

პანდემიიდან გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის შესაბამისად გაძლიერებას ალბათ ვერ შეძლებს, რონალდუს კი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა სურს, რომ მე-6 ოქროს ბურთის მოგების შანსი ჰქონდეს.

წყარო აღნიშნავს, რომ შესაძლოა „იუვენტუსი“ გაცვლითაც იყოს დაინტერესებული და „მანკუნიანელებს“ პოგბა-რონალდუს ბარტერი შესთავაზოს.

ამჟამად გასარკვევია სურს, თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედს“ რონალდუს დაბრუნება. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ბოლოს გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ ამ მომენტისთვის სერია ა-ში ლიდერ „ინტერს“ 11 ქულით ჩამორჩება და მათი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები