NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ნიუ იორკი - ვაშინგტონი

კარგ განწყობაზე ხვდება აღნიშნულ მატჩს ნიუ იორკი. ნიქსმა, ბოლო ტურში მცირე სენსაცია გამოაცხო, დაამარცხა რა ბოსტონი სტუმრად 117:106. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 19 მოგებით და 24 მოგებით, ნიუ იოკრი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე იმყოფება.

 

მიჯრით სამი შეხვედრის მოგება მოახერხა ვაშინგტონმა. ვიზარდსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ერთხელ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 22 მოგებით და 19 წაგებით, ვაშინგტონი ამავე კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ვოლს და კამპანიას დარჩა. ნიუ იორკი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 105.4 ქულას უშვებს. ვაშინგტონი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 101.4 ქულას აგროვებს.

ბოლო ხუთი შეხვედრიდან, როცა მასპინძელი ნიუ იორკი იყო, მასპინძლებმა მხოლოდ ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს და ისიც მაქსიმუმ 3 ქულით.

ვფიქრობთ, დღესაც იგივე სურათს უნდა ველოდოთ და დაზღვევით , ვაშნგტონის ფორა 2 @  +3.5

ტრავმები :

ნიუ იორკი - ლენს ტომასი, კრისტაპს პორზინგისი, ჯოაკიმ ნოა.

ვაშინგტონი - არავინ.

 

 

 

მაიამი - დალასი

გასულ ტურში, ჰიუსტონთან გამარჯვების შემდეგ, მაიამი დალასის მონელებას შეეცდება. ჰიტის მოთამაშეებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ აქტივში. 12 გამარჯვებით და 30 მარცხით, მაიამი დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა მე-14 ადგილს იკავებს.

 

ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მოახერხა დალასმა. მავერიქსის კალათბურთელებმა, ბოლო ტურში სტუმრად ჩიკაგოს სძლიეს 99:98. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ სასარგებლოდ სამი მათგანი დამთავრდა. 14 მოგებით და 27 მარცხით, დალასი დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხ მათგანში გამარჯვება მაიამის დარჩა. ის, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საუალოდ 111.8 ქულას უშვებს.  დალასი, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 100.8 ქულას აგროვებს.

მაიამის, როგორც ცნობილია უდიდესი საკადრო პრობლემები აქვს. გუნდების ბოლო შევხედრებიდან გამომდინარე, უპრიანი იქნება ველოდოთ უშეღავათო ბრძოლას, სადაც არ უნდა ველოდოთ დიდი სხვაობას გუნდებს შორის.

დალასის ფორა @ 2 + 7.5

ტრავმები :

მაიამი - ჯოშ მაკრობერთსი, კრის ბოში, ჯოშ რიჩარდსონი.

დალასი - ენდრიუ ბოგუტი.

 

 

სან ანტონიო - დენვერი

ბოლო ტურში მინესოტასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სან ანტონიო დენვერს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ განცდილი. 32 მოგებით და 9 მარცხით, სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებს.

 

მიჯრით სამი შეხვედრის მოგება მოახერხა დენვერმა. ნაგეთსის კალათბურთელებმა, გასულ ტურში სტურმად ლეიკერსი დაამარცხეს 127:121. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ მხოლოდ ორში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 17 მოგებით და 23 მარცხით, დენვერი ამავე კონფერენციის მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, მხოლოდ ერთ მათგანში გაიმარჯვა დენვერმა. სან ანტონიო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 115 ქულას აგროვებს. დენვერი ამ დროს, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 118 ქულას უშვებს საკუთარ კალათში.

შესაბამისად, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ სან ანტონიოს გამარჯვება @ ფორა 1 -9.5

 

ტრავმები :

სან ანტონიო - არავინ;

დენვერი - ვილსონ ჩენდლერი, დარელ არტური, გარი ჰარისი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები