ახალი ინიციატივა - პრემიერ ლიგის კლუბებს ბრიტანული სუპერ ლიგის შექმნა სურთ
Aa
Aa

ახალი ინიციატივა - პრემიერ ლიგის კლუბებს ბრიტანული სუპერ ლიგის შექმნა სურთ

ევროპული სუპერ ლიგის ფიასკოს მიუხედავად, პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს ცვლილებების გატარება მაინც სურთ. Sun-ის ინფორმაციით, კლუბებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ ლიგის რეფორმა აუცილებელია და ბრიტანული სუპერ ლიგის შექმნას განიხილავენ.

გუნდების მიერ შემუშავებული გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შოტლანდიური გრანდების, „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ პრემიერ ლიგაში მოწვევაა. Sun-ის ინფორმაციით, განსხვავებით ევროპული სუპერ ლიგისა, ამ რეფორმას ფიფას, უეფასა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.

Sun ერთ-ერთი ინგლისური კლუბის ხელმძღვანელის სიტყვებსაც ავრცელებს: „მნიშვნელობა არ აქვს, სუპერ ლიგა ჩაიშლება თუ არა. ყველანი ვხვდებით, რომ პრემიერ ლიგა უნდა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. დროა, კარი რეინჯერსსა და სელტიკს გავუღოთ. ეს ყველასთვის მისაღები იქნება“.

Sun-ის ცნობით, შეთავაზების მიღების შემთხვევაში, პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარს არც „სელტიკი“ და „რეინჯერსი“ იტყვიან. ჩემპიონატის შეცვლა გლაზგოური გრანდების მიმართ გულშემატკივართა ინტერესს გაზრდის, მათი სპონსორებიც მეტ თანხას გაიღებენ და კლუბებს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან გაცილებით მეტი შემოსავალი ექნებათ.

ბრიტანული გამოცემა სხვა შოტლანდიური კლუბების შესახებ არაფერს წერს, თუმცა გვაუწყებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია ივნისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები