რივალდო კოუტინიოს
Aa
Aa

რივალდო კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ფელიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა და მას "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია. 

"ჩემი აზრით, იგი დიდებული ფეხბურთელია, თანაც ნეიმარის ახლო მეგობარია და ისინი მოედანზე ერთმანეთს კარგად ეწყობიან. ამიტომაც, ვფიქრობ, "ბარსაში" გადასვლა კოუტინიოს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს". 

"ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც "ბარსელონას" ძალიან მოუხდებოდა. ვიცი, რომ კლუბსაც სურს მისი შეძენა და ასეთ დროს, წესით ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება და ადრე თუ გვიან კოუტინიოს "ბლაუგრანას" მაისურით ვიხილავთ". - აცხადებს 44 წლის რივალდო. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები