Aa
Aa

"სამწუხაროდ ხარისხი გვაკლია" - პიოლი სასუოლოსთან წაგების შემდეგ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა 1:2 დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ თავკაცმა სეტაფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

„დაღლილები არ ვართ. ბიჭები ბევრს დარბოდნენ. პირველი გაშვებული გოლის დროს არ გაგვიმართლა. ბურთმა ექვს ფეხბურთელს ჩაუარა და ისე გავიდა. სამწუხაროდ ხარისხი გვაკლია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ავითვისეთ სივრცეები.

ახლა ხასიათი უნდა შევიცვალოთ. დამარცხება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი.

ჩვენი მომავალი, ჩვენი მეტოქეების თამაშზეა დამოკიდებული. ყველა სიტუაციას გავაანალიზებთ, მაგრამ მომავალში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ.

არაფრის გვეშინია. ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძვით და გვინდა იქ ადგილი დავიმსახუროთ. იბრაჰიმოვიჩს მცირე დაზიანება ჰქონდა და იმედი მაქვს მომავალ მატჩში იქნება. ტეო ერნანდესზე და ბენასერზე იგივეს ვერ ვიტყვი.“ - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ „მილანი“ სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მესამე პოზიციაზე „იუვენტუსია“ 65 ქულით, რომელმაც თავის მხრივ „პარმა“ 3:1 დაამარცხა. მეოთხე ადგილზე კი „ატალანტაა“ 64 ქულით, თუმცა ბერგამოელებს მიმდინარე ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები