გრიგალავა ტულას დატოვებს - ქართველს კონტრაქტს არ უხანგრძლივებენ
Aa
Aa

გრიგალავა ტულას დატოვებს - ქართველს კონტრაქტს არ უხანგრძლივებენ

რუსული გამოცემა Sport24 ირწმუნება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა „ტულას“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გრიგალავას კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება. რუსული კლუბი კი ქართველისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე გიას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავა „ტულას“ რიგებში 2017 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა უკანახაზელმა 90 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

იმასაც გეტყვით, რომ გიას კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული. გრიგალავა სხვადასხვა წლებში "როსტოვის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ანჟის" და "მოსკოვის" ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები