Aa
Aa

"მან აქ ყველაფერი მოიგო.." - კიმიხი ალაბას რეალში გადასვლას გამოეხმაურა

ცნობილი გახდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დავიდ ალაბა მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. ავსტრიელი ფეხბურთელი „ბლანკოსთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დავიდის ამ ნაბიჯს მისი თანაგუნდელი იოზუა კიმიხი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რეალი“ მართლაც ღირსეული კლუბია.

რა თქვა კიმიხმა?

„ალაბამ აქ ყველაფერი მოიგო. ეჭვგარეშეა, „რეალი“ ღირსეული კლუბია. როდესაც „ბაიერნში“ თამაშობ, ამის შემდეგ რთულია რაიმე სწორი და მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა „ბლანკოსი“ ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის.“

ალაბა "ბაიერნში"

28 წლის მარცხენა მცველი მიუნხენურ გრანდში 2009 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 427 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ალაბამ „რეკორდმაისტერთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო, მათ შორის ორჯერ ე.გ. „ტრებლი.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები