დრამატული ბრძოლა ბოლო წამამდე - ლომთაძე ბრინჯაოს მფლობელია!
Aa
Aa

დრამატული ბრძოლა ბოლო წამამდე - ლომთაძე ბრინჯაოს მფლობელია!

ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი ჭიდაობის ეგიდით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბექა ლომთაძე(61 კგ) აზერბაიჯანელ ხმედნაბლი გვარზატილოვს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 9:7 დაამარცხა.

ქართველ ფალავანს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არ მოუწია. ბექა მსაჯებსაც „შეერკინა.“ მატჩის არბიტრებმა საკამათო ეპიზოდებში ქულები აზერბაიჯანელ სპორტსმენს მიანიჭეს, თუმცა საბოლოოდ ლომთაძემ გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები