მორიგი პრობლემა რეალში - ვალვერდეს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

მორიგი პრობლემა რეალში - ვალვერდეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალში“ ტრავმიანობა მძვინვარებს, თუმცა მარტო ეს არ ხდება. „სამეფო კლუბში“ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევებიც დაფიქსირდა. ვარანმა კოვიდ ინფექცია უკვე მოიხადა. ახლა რამოსი მკურნალობს.

დღეს კი „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ ფედე ვალვერდეს კორონავირუსი აქვს. ურუგვაელი ნახევარმცველი ახლა თვითიზოლაციაშია, 10-დღიან კარანტინს გაივლის და ამის შემდეგ განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.

აღსანიშნავია, რომ ფედერიკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ, რომელიც 27 აპრილს უნდა გაიმართოს არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდეს რამდენიმე დღის წინ ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ამის გამო იზოლაციაში გადავიდა. ურუგვაელმა „ხეტაფესთან“ მატჩი გამოტოვა, „სამეფო კლუბმა“ კი ქულები დაკარგა.

„უეფა-ს“ პროტოკოლის თანახმად, იქამდე სანამ ფეხბურთელს ტესტზე პასუხი უარყოფითი არ ექნება, იზოლაციიდან ვერ გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები