მარცხი ბოლო წუთებზე - დინამო  ტოპ 8-ში ვერ მოხვდა
Aa
Aa

მარცხი ბოლო წუთებზე - დინამო ტოპ 8-ში ვერ მოხვდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მნიშვნელოვანი მატჩი გამართა ჰანოვერის „ვასპო 98-თან“. გამარჯვებული ლიგის ფინალურ სტადიაზე გადიოდა. მეტად დაძაბულ ბრძოლაში გერმანულმა კლუბმა 7:6 გაიმარჯვა

მატჩში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. გუნდები დაცვაში მეტად მონდომებით თამაშობდნენ, შეტევაში კი თითქმის არაფერი გამოსდიოდათ და ამიტომაც საწყისი პერიოდი 1:1 დასრულდა.

მეორე პერიოდშიც ფრე დაფიქსირდა – 2:2. მესამეში მაგრაქველიძის დუბლისა და ვაპენსკის გოლის წყალობით „დინამომ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, როცა „ჰანოვერის“ წყალბურთელებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ბოლო წუთზე 7:6 დაწინაურდნენ და მატჩი ასეც დასრულდა.

ამ შედეგით ჰანოვერელებმა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი გაიმყარეს და ფინალურ სტადიაზე გასვლა გაინაღდეს. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: სარიჩმა (3), მაგრაქველიძემ (2), ვაპენსკიმ (1).

სტატიაში გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები